„ნარკოტიკის ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“ - დავით სერგეენკო
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 20:39
„ნარკოტიკის ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“ - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოტიკის ლეგალიზაცია წარმოუდგენელია, ხოლო დეკრიმინალიზაციის საკითხზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

"ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
 

ტეგები