„ყურადღებით! გავრცელდა ინტერნეტ თამაში „ჩარლი", რომელიც „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგია!“
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 20:47 · 202 ნახვა
„ყურადღებით! გავრცელდა ინტერნეტ თამაში „ჩარლი", რომელიც „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგია!“

ფსიქოლოგი მარიამ ლილუაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ გავრცელდა „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგი, ახალი თამაში სახელწოფებით „ჩარლი".

ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა შვილმა თამაშის ერთ-ერთი დავალება შეასრულა, რის შესახებად დროულად შეიტყო. ფსიქოლოგი მოითხოვს დაბლოკონ მსგავსი თამაშები, რომლებიც მოზარდის ფსიქიკას ზიანს აყენებს.

„ყველას ვისაც ბავშვები გყავთ ყურადღებით!

გავრცელდა ინტერნეტ თამაში "ჩარლი" (ლურჯი ვეშაპის) ანალოგია!

მიაქციეთ ყურადღება ბავშვები თამაშობენ… ჩემმა შვილმა შეასრულა ერთერთი დავალება, რომელიც საბედნიეროდ ჩემთვის ცნობილი გახდა .! იქნებ დაბლოკონ ეს თამაშები ან არ ვიცი სადაა საშველი მე დავიბენი საშინლად!" – წერს მარიამ ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

ტეგები