შსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 23:13
შსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.

ტეგები