ავარია რუსთავში - პატრულმა პატრული დააჯარიმა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 10:42
ავარია რუსთავში - პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში საპატრულო პოლიციამ ავტოავარიის გამო პატრული დააჯარიმა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქუთაისის ქუჩაზე მოხდა რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად,  საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი დაჯარიმდა.

წყარო:inforustavi.ge

ტეგები