გიორგი გახარიამ პარლამენტს სესიის ფორმატში მოსმენის მოთხოვნით მიმართა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 12:41
გიორგი გახარიამ პარლამენტს სესიის ფორმატში მოსმენის მოთხოვნით მიმართა

პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობითი მოთხოვნა წარედგინა 18 მაისის სხდომაზე მოსმენის შესახებ. ამის შესახებ IPN წერს.

საკითხები, რაზეც მინისტრი მოსმენას ითხოვს, შემდეგია: 2018 წელს შს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 12 მაისს კლუბ “ბასიანსა“ და “გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

18 მაისის სესიაზე მინისტრის მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის შესაბამისად გაიმართება.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, რის შემდეგაც დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს. 

ტეგები