კახა კალაძის ინიციატივა უპრეცედენტოა თბილისისთვის - ილია წულაია
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 13:25
კახა კალაძის ინიციატივა უპრეცედენტოა თბილისისთვის - ილია წულაია

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ილია წულაიას თქმით, კახა კალაძის ინიციატივა ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან დაკავშირებით უპრეცედენტოა
ქალაქისთვის.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივით 3000-მდე ოჯახი,რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ ბინების მიღებას, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით.

"არცერთი ხელისუფლების დროს, არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს. ეს ვერ შეძლო
ვერცერთმა თბილისის ყოფილმა მერმა. დღეს კი ეს რეალობაა და უახლოეს პერიოდში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მე, როგორც
თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს ამ უაღრესად საჭირბოროტო ინიციატივისთვის და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში",- გაცხადა წულაიამ.

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

ტეგები