ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - თალაკვაძე
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 13:50
ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - თალაკვაძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება.

საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. თბილისის მერის გადაწყვეტილებით სწორედ ეს ნდობა აღდგება".

თბილისის მერია 90-იანი წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრები 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება",- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ტეგები