როდის დაიწყება თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია?
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 13:57
როდის დაიწყება თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია?

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 13:00 საათზე, რა დროსაც დარეგისტრირდებიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები

ბ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.

რაც შეეხება საზაფხულო ბაღების რეგისტრაციას, ის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განხორციელდება. წელს რეგისტრაცია 40 ბაღის 13 000 აღსაზრდელზე გამოცხადდება.

საზაფხულო ბაღები ივლისის თვეში იმუშავებენ.

ტეგები