ავარია რუსთავში - დაღუპულია 50 წლამდე კაცი
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 14:02
ავარია რუსთავში - დაღუპულია 50 წლამდე კაცი

რუსთავში, გზირიშვილის ქუჩაზე 50 წლის კაცი მსუბუქი ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა, ხეეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

მეზობლების ინფორმაციით, მაკაცი შვილის გამოსაყვანად სკოლაში მიდიოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა..

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტეგები