40 წლისა ვარ და მარიხუანა არ მომიწევია - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 14:17
40 წლისა ვარ და მარიხუანა არ მომიწევია - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, მას მარიხუანა არასდროს მოუწევია. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

"მე არ მერიდება ამაზე საუბარი. 40 წლის ადამიანი ვარ და მარიხუანა არ მომიწევია. სურვილიც არ მქონია. ალბათ ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო იქ, სადაც ვარ. გულწრფელად გეტყვით, სიმთვრალეც არ ვიცი. ​ჯერ კიდევ უკრაინაში მეკითხებოდნენ, შენ როგორი ქართველი ხარ, რომ ერთ ჭიქა ღვინოს არ სვამო. ეგეთი ადამიანი ვარ. ასე გამზარდეს", - განაცხადა კალაძემ.

ტეგები