ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 14:35
ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სტამბულში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას, მოლდოველ კოლეგას- ანდრიან კანდუს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის როგორც სამმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში ინტენსიური და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ და ანდრიან კანდუმ, ასევე, სამი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებისა და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

მოლდოვას რესპუბლიკის თავმჯდომარის განცხადებით, ის თბილისს 26 მაისს ეწვევა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

 

ტეგები