მივესალმები მერის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, 3000-მდე ოჯახს საკუთრების უფლება აღუდგება - გოჩა ენუქიძე
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 14:59
 მივესალმები მერის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, 3000-მდე ოჯახს საკუთრების უფლება აღუდგება - გოჩა ენუქიძე

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის თბილისის მერიის ინიციატივას გამოეხმაურა ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის"" თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე და დაზარალებულ მოქალაქეებს მერიის გადაწყვეტილებამიულოცა.

„ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ადამიანები წლების განმავლობაში ელოდნენ მათ კუთვნილ ბინებს. მივესალები ქალაქის მერის ინიციატივას, რომლის
ფარგლებშიც, დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისში სპეციალურად გამოყოფილ 16 ჰექტარ მიწაზე დეველოპერული კომპანიები ღია კონკურსის შედეგად ბინებს ააშენებენ და 3000-მდე ოჯახს საკუთრების უფლება აღუდგება. ვულოცავ მოქალაქეებს მერიის ამ გადაწყვეტილებას! დაპირებები სრულდება კახა კალაძის მხრიდან და კიდევ არა ერთ საკითხთან მიმართებაში იქნება ქმედითი ნაბიჯები გადადგმული“.- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

ტეგები