"ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - თავდამსხმელი აფეთქებით იმუქრებოდა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 15:14
"ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - თავდამსხმელი აფეთქებით იმუქრებოდა

დიღომში, რობაქიძის 7 ნომერში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა ეჭირა და აფეთქებით იმუქრებოდა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ცნობილია, რომ მან ბანკიდან თანხის წაღება შესძლო, თუმცა ოდენობა უცნობია.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლის დაიწყო.

ტეგები