ავარია ბორჯომში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 17:15
ავარია ბორჯომში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტეგები