კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად - მამუკა მდინარაძე
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 17:20
კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, სწრაფი, გაბედული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერი ახორციელებს, ათასობით ოჯახზე და მოქალაქეზე აისახება. 

"წელს დედაქალაქში 30 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, რაც თბილისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ქალაქის განვითარებას მოხმარდება.

გარდა ამისა, კოოპერატივებით დაზარალებულებს მშენებლობისათვის 16 ჰ. მიწა გამოეყოფათ; საკუთრება დაუკანონდებათ ე.წ. უკანონოდ დასახლებულ ოჯახებს. ვიცით, რომ ეს საკითხები უკვე გადაუჭრელ პრობლემებში მოიხსენიებოდა.

ასეთი სწრაფი, გაბედული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერი ახორციელებს, ათასობით ოჯახზე და მოქალაქეზე აისახება. ამიტომ მსგავს პროექტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება", - აცხადებს მდინარეძე.

ტეგები