17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება - შსს
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 17:36
17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება - შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება.

მისი განმარტებით, 17 მაისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს უწყება შეხვდა და აქციებთან დაკავშირებით მოელაპარაკა.


„ღონისძიება გაიმართება, აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და ამაზე წინასწარ შევხვდით, მოლაპარაკებები გავმართეთ”, – დასძინა მეზვრიშვილმა.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციებიც იგეგმება.

ტეგები