დედაზე მოძალადე შვილს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 18:07
დედაზე მოძალადე შვილს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ძალადობაში ბრალდებული გ.ჟ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 იანვარს, ქ. თბილისში, გ.ჟ.-მ დედამისს - მ.ჟ.-ს თავის არეში ხელი დაარტყა, ხოლო 3 იანვარს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ქამარი. გ.ჟ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა. რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, გ.ჟ.-მ დედამისს პლასტმასის ბოთლი ესროლა, რომელიც დაზარალებულს სახის არეში მოხვდა, რითაც თვალის არეში დაზიანება მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა გ.ჟ. 2018 წლის 5 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჟ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 

ტეგები