წავკისის ქუჩაზე კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 20:23
წავკისის ქუჩაზე კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისში, წავკისის ქუჩა N11-ში საყრდენი კედელი შენდება, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. 26 გრძივი მეტრი ბეტონის კედლის სამშენებლო სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი, დავით კირკიტაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო.

კედლის მშენებლობა წავკისის ქუჩაზე ერთ თვეში დასრულდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 699 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელს მთაწმინდის გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 5 კედლის მშენებლობა დაასრულა, 6 კედელი კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

ტეგები