"ქართული მარში" ხვალ კონტრაქციაზე უარს იტყვის, თუ ლგბტ აქტივისტები აქციას არ გამართავენ
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 22:14
"ქართული მარში" ხვალ კონტრაქციაზე უარს იტყვის, თუ ლგბტ აქტივისტები აქციას არ გამართავენ

,ქართული მარშის’’ წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, თუ ლგბტ აქტივისტები აქციას არ გამართავენ, მაშინ თავადაც უარს იტყვიან კონტრაქციის ჩატარებაზე.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავაკეთო შეთავაზება, რომ თუკი ლგბტ წარმომადგენლები გადაიფიქრებენ აქციის ჩატარებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენც მზად ვართ, არ ჩავატაროთ აქცია და მივცეთ საპატრიარქოს საშუალება, ჩაატაროს მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. თუ მეორე მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ ადარდებთ ლგბტ თემის მდგომარეობა საქართველოში და აქვთ გარკვეული პოლიტიკური მიზნები“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, „ქართული მარში“ დილით ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ჩანიშნულ მსვლელობასაც შეუერთდება, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამღვდელოება ჩაატარებს.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.


 

ტეგები