მაჩო კულტურის ზეიმი ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა. არ ვიცი რამხელა დაღია - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 23:44 · 524 ნახვა
მაჩო კულტურის ზეიმი ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა. არ ვიცი რამხელა დაღია - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ერთ-ერთი საყრდენი რაზეც ანტიდასავლური პროპაგანდა დგას არის კულტურული იდენტობის დაკარგვის შიში.

მაჩო კულტურის ქართულ ტრადიციად გასაღება და მისი წახალისება ერთ-ერთი გზაა ამ შიშის გასაღვივებლად - ოჯახი ოჯახს აღარ გავს, ქალი ქალს აღარ ჰგავს, კაცი კაცს აღარ ჰგავს ...

და რა მოხდა კვირას?

ა) წინა დღეს ხალხმა იცეკვა და რაც მთავარია, ქალმა იცეკვა 9 აპრილის მემორიალზე;

ბ) მეორე დღეს დაირაზმენ რუსეთთან და მთავრობასთან ერთდროულად დაკავშირებული ჯიბის ორკები, ძალადობის მუქარით ალყაში მოაქციეს ისინი, ვინც წინა ღამეს იცეკვა;

გ) საპატრიარქომ - აქციის მონაწილეები გამომწვევად იქცეოდნენ და მათ გამოიწვიესო; ანუ მოკლე კაბა ეცვათ და გაღიზიანდნენ კაცებიო;

დ) მთავრობამ, რა ვქნათ გოგოებო, ავი კაცები არიან და თქვენ მოერიდეთ, ქალი ხომ იცით - მომთმენი უნდა იყოსო, გვაპატიეთ კაცებს - ბოდიშიო.

აღტაცებული ტაში დასცხეს.

თმა რომ არ ჩამოგივარდეთ - დაგმალავთ ყვითელ ავტობუსებში და გაგაპარებთო და გააპარეს.

მაჩო კულტურის ზეიმი ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა. არ ვიცი რამხელა დაღია :)

მონაწილეობდნენ - ხელისუფლება, საპატრიარქო, რუსეთთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალადობრივი ფორმირებები (და ისინიც, ვინც აქციის დაშლას დათანხმდა, სანამ ორკები არ წავიდოდნენ იქიდან).

P.S. ამასობაში 17 მაისის აქცია გაუქმდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ტეგები