ბარათაშვილის აღმართზე ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და გადავარდა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 10:41
ბარათაშვილის აღმართზე ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბარათაშვილის აღმართზე. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა განუცხადა, მას უკნიდან ცემენტმზიდი შეეჯახა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით გზიდან გადავარდა.

პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

ტეგები