ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახური დროებით დაიხურა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 12:24
ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახური დროებით დაიხურა

ტელეკომპანია "იბერიაზე" საინფორმაციო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყო. როგორც imedinews-ს წყარომ განუცხადა, დღეს დილით არხის ოპერატორები გაიფიცნენ, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებს კი უთხრეს, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა გადაცემებზე გადაანაწილებენ. 
 
კომპანიას ოფიციალურად საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ტეგები