ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთისკენ მსვლელობაა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 13:01
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთისკენ მსვლელობაა

თბილისში, ვარდების მოედანზე ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით ქაშვეთის ეკლესიამდე მიდიან.
 
მსვლელობაში მონაწილეობენ იმ გვარების წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქმა სხვადასხვა დროს დალოცა. ასევე არის მრევლი, რომელიც თავიანთი ინიციატივით შეუერთდნენ აქციას. მსვლელობის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის ბანერები უჭირავთ, მათ შორის რამდენიმე ნარკოპოლიტიკას შეეხება: "ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობაა", - წერია ერთ-ერთ ბანერზე.
 
"იმედინიუსის" ინფორმაციით, მსვლელობა ქაშვეთის ეკლესიასთან შეჩერდება, სადაც ამ წუთებში ფაშისტური ორგანიზაციის "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრები არიან უკვე მისულები.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება, თუმცა ლგბტ ჯგუფმა თბილისში აქციის გამართვა გადაიფიქრა. 

ტეგები