ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე გამწვანების ღონისძიება მოეწყო
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 13:10 · 9 ნახვა
 ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე გამწვანების ღონისძიება მოეწყო

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, N48-ის ეზოში მდებარე ბაღში, რომელიც ისტორიულად 100 წელზე მეტს ითვლის, გამწვანების ღონისძიება მოეწყო.
 
რეკრეაციულ სივრცეში არსებულ საყვავილე თარგებში დეკორატიულ-ფოთლოვანი ტაგეტესი და ბეგონიას ჩითილები დაირგო. აღნიშნული ტერიტორია, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს, მწვანე ნარგავებით პერიოდულად განახლდება.
 
ბაღი ისტორია 1906 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელზე აშენებული ღარიბთა თავშესაფარი - „უპოვართა სახლი“ გაიხსნა. თავდაპირველად, სწორედ ამ სახლის ეზოში მოეწყო ეს სივრცე და საუკუნის განმავლობაში ბაღს რეკრეაციული ფუნქცია არ დაუკარგავს. ამჟამად, შენობაში მთაწმინდის რაიონის გამგეობა და თბილისის განვითარების ფონდია განთავსებული.

ტეგები