ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ბრალი დაუმძიმდა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 13:24
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ბრალი დაუმძიმდა

თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. გრიგალაშვილს ახალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
 
პროკურატურამ ასევე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც 20 წლის ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად.
 
ახალი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აირჩევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
 
საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა 22 მაისს დაინიშნა.
 
22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

ტეგები