"მთავარია, ოფიციალურად გაუქმდა გეიაქცია, ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას"
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 14:50 · 59 ნახვა
"მთავარია, ოფიციალურად გაუქმდა გეიაქცია, ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას"

ლგბტი აქტივისტები თუ დაიცავენ თავის პირობას, მაშინ არც ჩვენ ჩავატარებთ აქციას, მაგრამ თუკი მოგვატყუებენ და მაინც ჩაატარებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი აქციაც იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

„ჩვენ მივიღეთ საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობა. რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, მე გუშინ გავუკეთე შეთავაზება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომ თუკი ისინი არ ჩაატარებდნენ აქციას, მაშინ „ქართული მარშიც“ არ ჩაატარებდა აქციას. მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ ჩაატარებენ აქციას“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, „ქართული მარშისთვის“ მთავარია, ლგბტი თემის ღონისძიება ოფიციალურად გაუქმდა.

ტეგები