ხელისუფლება გეგმავს აკრძალოს მოკლევადიანი საცხოვრებელი ფართების გაქირავება
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 15:39
ხელისუფლება გეგმავს აკრძალოს მოკლევადიანი საცხოვრებელი ფართების გაქირავება

ბარსელონასა და ვენეციის მაგალითის შემდეგ, ამსტერდამის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამოაცხადეს რადიკალური ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავდა ტურისტების მოცულობის შემცირებას.

ხელისუფლება გეგმავს აკრძალოს "Airbnb"-ის საშუალებით მოკლევადიანი საცხოვრებელი ფართების გაქირავება ქალაქის ტურისტულად აქტიურ რაიონებში. ასევე აკრძალონ საკრუიზო ლაინერების გაჩერებები ქალაქის ცენტრში და სხვადასხვა გასართობი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ჰოვერბორდი და სხვა.

წელს ტურიზმის გადასახადი 4%-დან 6%-მდე გაიზრდება. პარლამენტში აცხადებენ, რომ ხელისუფლება აპირებს უზრუნველყოს დედაქალაქის მცხოვრებთა კომფორტული ყოფნისთვის ყველა პირობა.

 

წყარო

ტეგები