გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 15:44 · 123 ნახვა
გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

გია კორკოტაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღესვე, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

ამასთან, მსვლელობის დაწყებამდე, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

ტეგები