"სოჭი სერგო ორჯონიკიძემ აჩუქა რუსებს და თუ რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ ჩვენ სოჭი დაგვიბრუნოს"
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 16:06
"სოჭი სერგო ორჯონიკიძემ აჩუქა რუსებს და თუ რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ ჩვენ სოჭი დაგვიბრუნოს"

BBC-ის რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ქართველ რეჟისორ ოთარ იოსელიანთან, სათაურით - „პოლიტიკა არ შეიძლება ხელოვნების მიზანი იყოს“.

"აფხაზეთის ომი რუსეთმა გააჩაღა. აფხაზეთი სამთავრო იყო. აფხაზეთი საქართველოს ძველი სახელწოდებაცაა. აფხაზეთის სამთავრო იოსებ სტალინმა ავტონომიურ რესპუბლიკად გადააქცია, ასევე ოსეთიც, რომელიც ავტონომიური ოლქი გახდა, ადრე კი სამაჩაბლო ერქვა. სხვათა შორის, სოჭიც ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდა. სოჭი სერგო ორჯონიკიძემ აჩუქა რუსებს. და თუ რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ ჩვენ სოჭი დაგვიბრუნოს", - განაცხადა იოსელიანმა.

 

წყარო

ტეგები