გიორგი გაბედავა სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 16:57
გიორგი გაბედავა სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს

გიორგი გაბედავა სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილი გია კორკოტაშვილიც.

დღესვე, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

ამასთან, მსვლელობის დაწყებამდე, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

ტეგები