"ფაშისტების და შავრაზმელების გამო და მათი ულტიმატუმის პასუხად რომ ლეგიტიმური აქციები უქმდება"
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 17:12
"ფაშისტების და შავრაზმელების გამო და მათი ულტიმატუმის პასუხად რომ ლეგიტიმური აქციები უქმდება"

"ფაშისტების და შავრაზმელების გამო და მათი ულტიმატუმის პასუხად რომ ლეგიტიმური აქციები უქმდება, ესაა ფაშიზმის წახალისება და მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილი. და ეს არა მარტო ხელისუფლებას ეხება (რომელიც საერთოდაც პირდაპირი შემოქმედი და დამფინანსებელია ამ ჯგუფების), არამედ ამ აქციების გამაუქმებლებსაც, კერძოდ, წინა და დღევანდელი აქციების ორგანიზატორებს.

და ტყუილად გონიათ, რომ "ჩვენთვის მთავარია ადამიანი და მისი სიცოცხლე" ტექსტებით ამ პასუხისმგებლობას აირიდებენ. მაგ ლოგიკით, ტრანსგენდერებს მოუწოდეთ, ძუძუები აიკრან და კაცებივით ჩაიცვან. აბა, ისე მოკლეს რამდენიმე და მთავარი ხომ ადამიანის სიცოცხლეა და ნუ გააღიზიანებენ ორკებს", - წერს ნიკა გვარამია.

ტეგები