ლგბტ აქტივისტები ონლაინაქციას აანონსებენ
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 18:19 · 88 ნახვა
ლგბტ აქტივისტები ონლაინაქციას აანონსებენ

ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ონლაინაქციას აანონსებენ. ინიციატივის ავტორია ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი.

სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი სახელწოდებით, “საქართველოს წმინდა პარლამენტი.” 

აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რადგან პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება ეზღუდებათ, 19:00 საათზე, თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ.

დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, თუმცა ლგბტ ჯგუფმა თბილისში აქციის გამართვა გადაიფიქრა. 

ტეგები