"თანამშრომელი შემომივარდა გიჟივით, ხორცის საკეპ მანქანაში ქართველი ბიჭი ჩავარდა და ორგანოებს ვეღარ იღებენო..."
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 18:52
"თანამშრომელი შემომივარდა გიჟივით, ხორცის საკეპ მანქანაში ქართველი ბიჭი ჩავარდა და ორგანოებს ვეღარ იღებენო..."

უბედური შემთხვევა ისრაელში - ქალაქ ხოლონში, ქარხანაში, ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

როგორც ისრაელში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, გარდაცვლილი ქართველი მამაკაცია.

"ამ წამს ჩემი ებრაელი თანამშრომელი შემომივარდა გიჟივით და მეუბნება რო გვერდით ქუჩაზე ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა ჩემხელა ქართველი ბიჭი და ორგანოებს ვეღარ იღებენ აპარატიდან...... ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ!!! უპატრონო ერი!!!", - წერს ერეკლე ნაქუდაიძე.

როგორც „ნიუპოსტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისრაელში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ შესულა.