"ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, დაგვიბრუნეთ BASSIANI"
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 19:36
"ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, დაგვიბრუნეთ BASSIANI"

"დებო და ძმებო, დღეს 17 მაისია. ამ უსამართლო ქვეყანაში მხოლოდ ხალხის იმედიღა დამრჩა, ხალხის, რომელიც ხედავს ჩვენს სიმართლეს, რომელიც არასოდეს ხდება მანიპულაციის მსხვეპრლი, არ მიდის პროვოკაციაზე, არ მიდის სისხლისღვრაზე, არ სურს საზოგადოების გახლეჩვა - პირიქით, თვლის რომ ერთიანობაა ჩვენი სიძლიერე.

ჩვენი შიშები, რომ არ სურთ კლუბის დაბრუნება, საფუძვლიანია. ბოლო დღეებია მიდის მიზანმიმართული კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, ახლა, ჩვენი თანადამფუძნებელი ტატო გეთია ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული.

სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, თუმცა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივცემთ უფლებას ჩვენი გულწრფელი ბრძოლა სათავისოთ გამოიყენონ.

ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, ხალხის მოთხოვნა უცვლელია - დაგვიბრუნეთ BASSIANI, დაგვიბრუნეთ ცეკვის უფლება, დაგვიბრუნეთ ჩვენი სახლი. დაგვიდექით გვერდით!", - წერს ნაჯა ორაშვილი Facebook-ზე.

ტეგები