"საერთოდ, უცენზურო სიტყვებით საჯაროდ არ ვსაუბრობ, უბრალოდ მომხდარი ძალადობა ემოციურად გავაპროტესტე"
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 19:46 · 658 ნახვა
"საერთოდ, უცენზურო სიტყვებით საჯაროდ არ ვსაუბრობ, უბრალოდ მომხდარი ძალადობა ემოციურად გავაპროტესტე"

მათე ხიდაშელი - ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც ბასიანის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სკანდალური „თმაში მწვდა“ კომენტარით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მათე გვიყვება თავის მრავალფეროვან კარიერასა და ცხოვრებაზე. ის ასევე აკეთებს კომენტარს ვიდეოებზე, რომლებმაც სოციალური ქსელი მოიცვა. დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ, მოცეკვავე, მოდელ და სკანდალურ ახალგაზრდა მათე ხიდაშელთან.

- მათე, როგორც ვიცი, შენ მრავალმხრივ ნიჭიერი ხარ - შემდგარი მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი... რას გვეტყვი ზოგადად შენს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე?

- ბავშვობიდან ვცდილობ, რომ ჩემს სფეროში დავიმკვიდრო თავი და საერთოდ არ შედიოდა გეგმებში ასეთი სახით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვთამაშობ მოძრაობის თეატრში (თუმცა ეს არის თეატრის დასი ანუ სცენა არის მოძრაობის თეატრის და ვმუშაობ ჩემს რეჟისორთან ) და ასევე ფილმებშიც. მოდელობას რაც შეეხება, ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი, თუმცა რაღაც მიღწევები იქაც იყო.

- ყველაზე მეტად რა მხრივ ხარ წარმატებული და რომელ საქმიანობას გამოარჩევდი?

- ჩემთვის პირველ ხარისხოვანი მაინც სამსახიობო კარიერა არის, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ ამ სფეროს და ვცდილობ, რომ წინ და წინ წავიდე.

 

იხილეთ ვრცლად

ტეგები