ლგბტ აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაჰყავთ
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 21:19
ლგბტ აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაჰყავთ

მთავრობის ადმინისტრაციას ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა დასრულდა.

ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცოტა ხნის წინ აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს სავარაუდოდ კონტრაქციიდან შეპარულმა პირმა ხელი გაარტყა. გაქცეულს აქციის მონაწილეები დაედევნენ. საბოლოოდ ის პოლიციამ დააკავა, დაშავებული აქტივისტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პარალელურად პარალმენტის შენობის წინ „ქართული მარშის“, „ქართული იდეისა“ და „ქართული ერთობის“ აქცია იმართება.

მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. აქცია დაახლოებით ხუთი საათისთვის დაიწყო. სწორედ ამ დროს პოლიციამ „ქართული მარშის“ აქტივისტები დააკავა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ტეგები