თბილისის მერია ტაქსისტების წარსულის შესწავლას იწყებს
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 22:19 · 421 ნახვა
თბილისის მერია ტაქსისტების წარსულის შესწავლას იწყებს

თბილისის მერი ტაქსის მძღოლების წარსულის შესწავლას აანონსებს. ვინ, როდის და რას საქმიანობდა წარსულში - ამ კითხვებზე პასუხი გადამწყვეტი იქნება ლიცენზიის მისაღებად. ცვლილებების შესახებ განცხადება კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. ლიცენზიის მოსაპოვებლად გადამწყვეტი მანქანის ფერიც გახდება.

ტაქსებისთვის დაგეგმილ რეგულაციებზე პარლამენტმა უკვე იმსჯელა და კონკრეტული რეგულაციების დაწესებაზე საკრებულოს და მერიას მწვანე შუქი აუნთო. მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები აუცილებელი და გარდაუვალია.

 

ტეგები