შსს ლგბტ აქციის მონაწილეზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 22:51
შსს ლგბტ აქციის მონაწილეზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავობის კანცელარიასთან გამართული ლგბტ მხარდამჭერი შეკრების მონაწილეზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მoმხდართან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:

„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღევანდელ აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს სავარაუდოდ კონტრაქციიდან შეპარულმა პირმა ხელი გაარტყა.

ტეგები