9 წლის ბიჭი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 12:37
9 წლის ბიჭი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი

საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ნემსაძე გახდა. ინფორმაციას "ეტალონი" ავრცელებს.

9 წლის მოჭადრაკემ, 10 წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე კვირის წინ კი, თურქეთის საერთაშორისი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

პატარა ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ემზადება.

 

ტეგები