„უკვე 2 წელია ერთად ვართ“ - რეპერი გუფი ქეთა თოფურიასთან რომანზე ალაპარაკდა
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 17:13
„უკვე 2 წელია ერთად ვართ“ - რეპერი გუფი ქეთა თოფურიასთან რომანზე ალაპარაკდა

მომღერალი ქეთა თოფურიასა და რეპერი გუფის რომანზე ხმები 2017 წლის იანვარში გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ისინი პაპარაცებმა ტაილანდში დასვენებისას „გამოიჭირეს“. წყვილი კარგა ხანს უარყოფდა ურთიერთობას, თუმცა სოციალურ ქსელებში მათი ერთობლივი ფოტოები კიდევ ბევრჯერ გამოჩნდა.

ცოტა ხნის წინ ქეთამ ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, სადაც გუფი მას სიყვარულს უხსნის. 

ამის შემდეგ, 14 მაისს, იუთუბზე გამოჩნდა რეპერის ახალი ინტერვიუ, სადაც გუფი პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

„ახალი სიყვარული მყავს... ნუ, რაღა ახალი - ჩვენ უკვე 2 წელია ერთად ვართ. მე ამით შევავსე სიცარიელე. ბევრი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში“, - ყვება რეპერი. იგი დასძენს, რომ მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობები აინტერესებს და ამავდროულად არის საკმაოდ ეჭვიანი.

 

ტეგები