ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში ჩოხოსანი ბაიკერები ივლიან
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 17:35
ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში ჩოხოსანი ბაიკერები ივლიან

როვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, რომელსაც თბილისის გარდა საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქალაქში აღნიშნავენ, დედაქალაქის ქუჩებში ჩოხებში შემოსილი ბაიკერები იმოძრავებენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, ბაიკერები მსვლელობას 17:00 საათზე დაიწყებენ და თბილისის ქუჩებში სამოსის დღეს დაანონსებენ.

მთავარი ღონისძიება კი თბილისში, ახალ აღმაშენებელზე გაიმართება. 18:00 საათზე დაგეგმილია კოსტუმირებული მსვლელობა ახალ აღმაშენებელზე. 19:00 საათიდან კი გაიმართება სანდრო ნიკოლაძის ბენდის „მუსიკალური ელარჯის“; სუხიშვილების ახალი თაობის და სხვა შემსრულებლების კონცერტები.

ტეგები