ხვალ სამეფო ქორწილია
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 17:50
ხვალ სამეფო ქორწილია

ხვალ სამეფო ქორწილია.

უინძორის მთავარი ქუჩა უკვე გადაკეტილია. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დაცვა გააძლიერეს იმ სასტუმროებთან, სადაც პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი რჩებიან.

ცნობილია, რომ ქორწილს არ დაესწრება საპატარძლოს მამა. მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება. ამიტომ, მარკლმა საკუთხევლამდე მიცილება დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი მეუღლის ფილიპ მაუნტბატენის უფროს ვაჟს, უელსის პრინც ჩარლზს სთხოვა.

საქორწინო მზადებაა ბუკინგემის სასახლის სამზარეულოშიც. წყვილის მიერ შერჩეული დიზაინერი ტორტის ცხობას შეუდგა. საქორწინო ცერემონიისთვის სამ, სხვადასხვა ზომის ტორტს აცხობენ.

ბრიტანული პრესა ხაზს უსვამს, რომ ინგლისის ისტორიისთვის საკმაოდ უჩვეულო ქორწილია, რადგან პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანეთის პრინცს მოჰყავს აფრო-ამერიკული წარმომავლობის, ასაკით უფროსი, განათხოვარი ქალი.

წყვილმა ნიშნობა გასული წლის ნოემბერში დააანონსა.

ტეგები