არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 20:40
არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.
საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის ურთიერთობებს, საქართველო-NATO-ს პარტნიორობას და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

უმრავლესობის ლიდერმა კონგრესმენს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოში მოიწვია.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

იგი არჩეულია ილინოისის ოლქიდან. გახლავთ კონგრესის საგარეო საქმეთა, ასევე ვაჭრობისა და ენერგეტიკის კომიტეტების წევრი. წარსულში მსახურობდა აშშ საჰაერო ძალებში და აქვს მაიორის წოდება. 34 წლის ასაკში ადამ კინზინგერი ჟურნალმა Time-მა "ამერიკის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავებს" შორის დაასახელა.

ტეგები