„ემიგრანტმა თავი მოიკლა ემიგრანტი შვილის გამო...“ - შოთო სიხარულიძე
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 22:20
„ემიგრანტმა თავი მოიკლა ემიგრანტი შვილის გამო...“ - შოთო სიხარულიძე

ემიგრანტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში 46 წლის ემიგრანტ ქალზე, თეა ნიკოლეიშვილზე წერს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ემიგრანტმა თავი მოიკლა ემიგრანტი შვილის გამო...

თვითმკვლელობამდე, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

20 წლის, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა გოგონა იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ, ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა.

მედიის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა. თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ტეგები