„მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე“
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 22:41
„მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე“

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გოჩა მუკბანიანი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„არ შემეძლო არ დამეწერა... ამ საოცარმა ადამიანმა დღეს, რაღაც შეცვალა ჩემში, რაც სულ მემახსოვრება. - დიდუბის ე.წ. "ოკრიბას" ა/სადგურში "ბუბლიკებს" მთავაზობდა შესაძენად. ტკბილეული არ მინდოდა და მისი საფასური - ხურდა ვაჩუქე. მიკროავტობუსიდან მოსაწევად ჩავედი და ვხედავ, რომ ეს კაცი! ადამიანი! ერთ შეკვრა ტკბილეულს იქვე მყოფ ყავარჯნიან ახალგაზრდა კაცს სჩუქნის. მომიბრუნდა და ძალიან ბედნიერი სახით მითხრა იმას ვაჩუქეო. მოკლედ, ცოტა გულაჩუყებული, გამთბარი და ჩაფიქრებული ვმგზავრობ დასავლეთისკენ. მისი ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე. გილოცავთ ამაღლებას!“

გოჩა მუკბანიანი-ს ფოტო.

ტეგები