პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დღეს დაქორწინდებიან
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 11:00
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დღეს დაქორწინდებიან

უელსის პრინცის ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილი დიდ ბრიტანეთში დღეს გაიმართება. სამეფო ოჯახის საქორწილო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება.

ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

სამეფო ოჯახის ქორწილის აღსანიშნავად ქუჩებში 100 000 ადამიანს ელოდებიან.

მეგანი და ჰარი ერთმანეთს 2016 წელს, ლონდონში საერთო მეგობარმა გააცნო. ნიშნობის გამოცხადებამდე პირველ ოფიციალურ ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ მათ პირველ პაემანს უმალ მოჰყვა მეორეც. ისინი ერთმანეთს მალულად რამდენიმე თვე ხვდებოდნენ.



 

ტეგები