თბილისის მერმა კახა კალაძემ ნარჩენების მართვის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 15:18
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნარჩენების მართვის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა,  კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ნარჩენების მართვისა და სეპარირების ევროპული გამოცდილება, რაც, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, თბილისმა 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა დანერგოს.

ნარჩენების სეპარირების არსებული სისტემის გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოცდილებას, რაც იტალიაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ფარგლებში განხორციელდა და ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. იტალიაში დანერგილი ნარჩენების მართვისა და
სეპარირების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირში.თბილისის მერია ამ მიმართულებით შეხვედრების გამართვას საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან გეგმავს.

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

ტეგები