პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 16:21
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ

დიდ ბრიტანეთში სამეფო ოჯახის საქორწინო ცერემონიალი გაიმართა - პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი შეუღლდნენ. ჯვრისწერის ცერემონია ლონდონში, უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამრეკლოში გაიმართა. წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უელბიმ დაწერა.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის დედოფლმა ელისაბედ მეორემ, პრინც ჰარისა და ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას წოდება მიანიჭა. 

ტეგები