ვინ არის ქალი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ქორწილის დიზაინერია?
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 18:05
ვინ არის ქალი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ქორწილის დიზაინერია?

პრინც ჰარისა და ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლის სამეფო ქორწილის დიზაინერი ჟივანშის შემოქმედებითი ხელმძღვანელი,  ბრიტანელი Clare Waight Keller-ია.

ის პირველი ქალია, რომელმაც ჟივანშიში ეს თანამდებობა დაიკავა. 

47 წლის დიზაინერი დაქორწინებულია და 3 შვილი ჰყავს.

მან განათლება მიიღო Ravensbourne College of Art/Royal College of Art-ში.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, ის 2000 წლამდე სტილისტი იყო კელვინ კლაინში და რალფ ლორენში. 2000 წლიდან 2004 წლამდე ტომ ფორდის ასისტენტად მუშაობდა გუჩიში. 2007 წლიდან კი ქლოეს შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. 2017 წლიდან ჟივანშის შემოქმედებითი ხელმძღვანელია.

ლონდონში პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი რამდენიმე საათის წინ შეუღლდნენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამრეკლოში გაიმართა. ქორწილს ათასობით სტუმარი ესწრება.