"გაძლება და ბედნიერება მეგანს, რომელსაც ბევრად უკეთესი ქმარი შეხვდა, ვიდრე დიანას"...
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2018 18:41
"გაძლება და ბედნიერება მეგანს, რომელსაც ბევრად უკეთესი ქმარი შეხვდა, ვიდრე დიანას"...

პრინც ჰარისა და ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლის შეუღლებასთან დაკავშირებით, ირინა სარიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქყეყნა.

"სამეფო ოჯახის ქორწილს ვუყურებ ფრაგმენტულად და ერთადერთი აზრი რაც მებადება არის ის რომ ალბათ ძალიან უნდა გიყვარდეს ამ ოჯახის წარმომადგენელი რომ ასეთი უზარმაზარი წილი დათმო თავისუფლების. ერთი შეხედვით ძალიან ამაღლებული, მოწესრიგებული და ბრწყინვალე "როიალ" ცხოვრების უკან ციხეა, ნამდვილი ციხე!
ეს ჩემი სუბიექტური განწყობაა, მეტი არაფერი.
მე დიანა მიყვარს – ლამაზი, კეთილი, თავისუფალი იმ თავისი ხანმოკლე, მაგრამ ნამდვილი, სიყვარულით სავსე სიცოცხლით, რაც დასცალდა!  
გაძლება და ბედნიერება მეგანს, რომელსაც ბევრად უკეთესი ქმარი შეხვდა, ვიდრე დიანას...
ნუ რა ვქნა, მე ასე ვფიქრობ და არა მგონია დედოფალი ჩემმა ასეთმა განწყობამ აანერვიულოს, ამიტომ თქვენც ნუ დაიხოკავთ ლოყებს ვინც არ მეთანხმებით", - წერს სარიშვილი.

ტეგები